საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) უკვე ერთი წელია რუმიქს დეველოპმენტის კომერციულ მიმართულებას მართავს. კომპანიის პორტფელში ამჟამად ორი დეველოპერული პროექტია — რუმიქსი ცინცაძეზე და რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე, სადაც გაყიდვები 2025 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და წელი წარმატებით ჩაიხურა.
რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია საბურთალოზე, სადაც GREA-ს გუნდმა 2025 წელს 150 ბინა გაყიდა.
პროექტი ორი, 12 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, სადაც ბინების მინიმალური ფართი 46 კვ.მ - ია. რუმიქს ვაჟა-ფშაველას პროექტს გამოარჩევს ხელსაყრელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში, გამწვანებულ პარკებთან და მეტრო სადგურებთან სიახლოვე, ბინების ეფექტური გეგმარება. პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს 2025 წლის იანვრიდან, ხოლო დასრულება 2027 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.
„რუმიქსი ცინცაძეზე 11 სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც უკვე მშენებლობის დასკვნით ეტაპზეა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაგეგმონ ვიზიტი და გაეცნონ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს.“ - შალვა ომანაძე, რუმიქს დეველოპმენტის დირექტორი.
ბინებთან ერთად პირველ 3 სართულზე განთავსებულია კომერციული და საოფისე სივრცეები. ამჟამად პროექტში ქირავდება 1000 კვ.მ-დან 3000 კვ.მ-მდე სივრცის ოფისები, რომელიც იდეალურია ისეთი საშუალო და დიდი კომპანიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცენტრალური მდებარეობა და მოქნილი გეგმარება. შეგახსენებთ, რომ რუმიქსი ცინცაძეზე საბურთალოზე, ცინცაძის 53 ნომერში მდებარეობს.
„ჩვენთვის დეველოპერული პროექტის გაყიდვების მართვას წინ უსწრებს სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ერგება მომხმარებლის საჭიროებებს და ითვალისწინებს კომპანიის გრძელვადიან მიზნებს. სწორედ ამ მიზნებზე ვაფუძნებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და დამკვეთთან კოორდინირებული თანამშრომლობის გზით ვაღწევთ შედეგებს, რომლითაც ვამაყოფთ“ - ნინო აბსანძე, GREA - ს დამფუძნებელი.
რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე, ისევე როგორც რუმიქსი ცინცაძეზე, წარმოადგენს თანამედროვე ურბანულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, რომლებიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს ქალაქის ცენტრში.