en

ორიენტირი ლისის პროექტს ექსკლუზიურად GREA უხელმძღვანელებს!

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და GRG დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2025 წლის ოქტომბრიდან კომპანიის მიმდინარე პროექტის - „ორიენტირი ლისის“ კომერციულ მიმართულებას GREA ხელმძღვანელობს.

 

კომპანია GRG 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის მშენებლობა, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა და სხვა. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.

 

ორიენტირი ლისი სულ 24 ოჯახზე გათვლილი უბანია ლისის ტბასთან 300 მეტრში, ხოლო ცენტრალური (ლეო კვაჭაძის) ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, რომელსაც GRG დეველოპმენტი ახორციელებს. 

 

სწორედ დეველოპერი კომპანიის გამოცდილება არის იმის გარანტი, რომ მომავალი მობინადრეები მიწის ნაკვეთს მაღალი ხარისხით შესრულებული და სრულად გამართული კომუნიკაციებითა და ინფრასტრუქტურით  ჩაიბარებენ. ჩაბარების პირობები კი გულისხმობს: კეთილმოწყობილ ღობეს და ჭიშკარს (წარმოდგენილი რენდერების ზუსტ ანალოგს), ნაკვეთამდე მიყვანილ ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს და ცენტრალურ კანალიზაციას, დამონტაჟებულ მრიცხველებს, გარე განათებას, ასფალტრებული გზასა და ტროტუარებს.

 

პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო და 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

„ დამკვეთთან ერთად ჩვენ დავგეგმეთ პროდუქტი და დეტალური შეთავაზება, შევიმუშავეთ გაყიდვებისა და კომუნიკაციის სტრატეგია და დღეს უკვე წარმატებით ვხელმძღვანელობთ ორიენტირი ლისის პროექტს“ - განაცხადა GREA - ს დირექტორმა ნინო აბსანძემ.

 

ორიენტირი ლისის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.orientiri.ge

სხვა სიახლეები

დეველოპერული შეთავაზებები - ორჯერ გაზრდილი გაყიდვები საახალწლო პერიოდში | ნინო აბსანძე გადაცემაში "უძრავი ქონების პროსპექტი"

2026.01.14 სიახლე

რუმიქს ვაჟა-ფშაველას პროექტში GREA-ს გუნდმა 2025 წელს 150 ბინა გაყიდა

2025.12.25 სიახლე