უძრავი ქონების სექტორში დეკემბერი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვეა. დეველოპერებს შორის გაზრდილი კონკურენცია კომპანიებს ახალი, განსხვავებული აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შექმნისკენ უბიძგებს.
• რამდენად რეალურია გამოცხადებული ფასდაკლებები;
• როგორია მარკეტინგული კომუნიკაციების როლი წინასაახალწლო გაყიდვებში;
• რჩევები დეველოპერულ კომპანიებს წინასაახალწლო კამპანიების დაგეგმვისას.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) დამფუძნებელი - ნინო აბსანძე გადაცემაში „უძრავი ქონების პროსპექტი“.